logo
ENG



პაპუაშვილი "ისტერიას" უწოდებს ოპოზიციის სურვილს, ზელენსკიმ პარლამენტს მიმართოს

18 მარ 202212:18
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ისტერიას" უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების სურვილს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს მიმართოს. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკითხების დაყენებას არ აპირებენ.

"აბსურდია, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას. ესეც ხომ აჩვენებს, რა არის რეალური მიზანი ამის უკან, ეს არის კიდევ ერთხელ ისტერიის აწევა და ა.შ. [...]

საერთოდ საკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან რა კავშირი აქვს, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის არ ყოფილა და ეს საკითხი ამითი გარკვეულია რანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ", - ამბობს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტს მომართა ლელომ და ნაციონალურმა მოძრაობამ და არა ვოლოდიმირ ზელენსკიმ:

"ხაგზასმით ვამბობ, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, ქართული ოცნება არც კი განიხილავს".

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მიმართა აშშ-ს კონგრესს, დიდი ბრიტანთის თემთა პალატასა და გერმანიის ბუნდესტაგს. 

17 მარტს ლელომ გააჟღერა ინიციატივა, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მოიწვიოს სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად. მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ზელენსკი ჩაერთოს პარლამენტს. 


close დახურვა